”ვხვდებით, ვის თამაშს თამაშობს ხელისუფლება, ვის მხარეს დგას და რა მიზნები აქვს. მეორე მხრივ ვხედავთ ქართველ ხალხს, ქართველ მებრძოლებს და მათ მიზნებს. საქართველო და უკრაინა დებივით არიან, საერთო სევდით და მიზნებით. ჩვენ ვერ ვივლით სხვადასხვა მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გვყავს არასწორი მმართველები, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვაშორებენ. ბუნებრივია, რომ ურთიერთობები გაიყინება დიპლომატიურ დონეზე, მაგრამ ეს დროებითია, მაგრამ ცხადია, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი მოგვარდება უკრაინის გამარჯვებით, დიდი დრო არ დასჭირდება, რომ ოფიციალურად ისევ ვიმეგობროთ. ჩვენ გაბრაზებულები ვართ თქვენს ხელისუფლებაზე, რომელიც მოქმედებს კანონის წინააღმდეგ, ჰუმანური ნორმების დარღვევით, მაგრამ ვერასდროს გავბრაზდებით ქართველ ხალხზე.”
განაცხადა მარიუპოლის რადას დეპუტატმა ოლგა პიკულამ ფორმულასთან ინტერვიუში.