„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს,რომ „გირჩი“ ცდილობს ამ ქვეყანაში “პარლამენტარიზმის გიჟებისგან გადარჩენას, რომლებიც მზად არიან საკუთარ ინტერესებს შეწირონ ქვეყანა“.
„ახლა პარლამენტში არ შესვლა მოდაშია, შეხვალ, ეშმაკი ხარ. ვფიქრობ, შესასვლელია ახლა პარლამენტში, ისე რომ წესიერად შევიდეთ იქ. ამის აზრია ის, რომ მომავალში, როდესაც საგიჟეთი მოხდება, პოლიტიკოსები, რასაც მოაწყობენ მივიდე და ვთქვა – „ხომ ვიძახდით, რომ შესასვლელი იყო პარლამენტში, არ დაგვიჯერეს, ხალხი გაიმეტეს“. მე პარლამენტში შესვლა მინდა, „ქოცების“ ოფისში სიარული კი არ მინდა. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 27%, 35 დეპუტატი ჰყავთ, ჩვენ კი 3 დეპუტატი ვართ. ჩვენი წონა ერთმანეთისგან განსხვავდება. მინდა აიღოს პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ არ შედგება, თუ ვერ მოახდენენ რევოლუციას, დარჩებიან ქუჩაში, მშივრებად დაეყრება მათი ძველი კოორდინატორები და თანამშრომელი, რომელსაც “ქართული ოცნება“ გადაიბირებს. არ მოხდება რევოლუცია, რასაც ისინი აანონსებენ, საერთოდ ვერც გაინძრევიან.“-აცხადებს იაგო ხვიჩია.
მსგავსი სტატიები
- 90
ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
- 90
ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა გუშინ ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ირაკლი ჩავლეშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს და ვრცელ განმარტებას აკეთებს: "ნაგავი პოლიტიკაში ახალი სიტყვა არ არის. უკრაინაში"ბუკერებში" - ურნებში ტენიდნენ კორუპირებულ პოლიტიკოსებს. რა თქმა უნდა, ეს ესთეტიურად ძალიან ცუდად გამოიყურება. მით უფრო - ქართული ხასიათიდან…
- 90
არაერთხელ მოგვატყუეს, არჩევნები გაგვიყალბეს, სახელმწიფო მიიტაცეს, სახლში გამოგვკეტეს, ბიზნესები გააკოტრეს, ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვეს, ბევრად მეტი შიშილის ზღვრამდე მიიყვანეს, თავად - ვალად აღებული მილიარდები ფლანგეს, მათი გადახდა კი ჩვენს შვილებს დააკისრეს. მოკლედ, სახელწმიფო წაგვართვეს, აი, მომავალიც წაგვართვეს, ან მინიმუმ გვართმევენ. ჩვენი ხმა... არჩევნების სადავო შედეგებითაც კი გასაგებად გაისმა, მაგრამ…
- 89
გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…