ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომღერალმა პოპულარობა 1990 წელს, Prince-ის სიმღერის, “Nothing compares to you”-ს ქავერით მოიპოვა.
მის გარდაცვალებამდე 18 თვით ადრე, 2022 წლის იანვარში ო’კონორის 17 წლის შვილმა თავი მოიკლა.
Twitter-ის უკანასკნელ პოსტში მომღერალმა გარდაცვლილი ვაჟიშვილის ფოტო დადო და დაწერა: “მას შემდეგ ვცხოვრობ როგორც მკვდრეთით აღმდგარი არსება. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი სულის ლამპარი.”