პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას განაპირობებს დაწესებული რეგულაციების დაცვა, მათ შორის, მაღაზიების მიერ ნაკადების მართვა, როგორც ეს მოხდა წინასაახალწლო პერიოდში.
“როდესაც ჩვენ ეტაპობრივ და ფრთხილ გახსნაზე ვსაუბრობთ, ვალდებული ვართ , გავითვალისწინოთ ყველა მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების და რა თქმა უნდა ბიზნესის უსაფრთხოებას. ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მიეცეთ ოპერირების სრულფასოვანი საშუალება, თუმცა, ამასთან, გვესმის, რომ მომეტებულ აქტივობას და საფრთხეს, შესაძლოა მოჰყვეს ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რამაც შემდგომში შეიძლება შეზღუდვების აუცილებლობა გამოიწვიოს. სწორედ შემდგომი შესაძლო შეზღუდვების გამო, ვუდგებით სიფრთხილით გახსნის პროცესს“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.