ნებისმიერი მცდელობა დესტაბილიზაციის გვაშორებს ნატოში ინტეგრაციასა და ჩვენ ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ განაცხადა.
„ეს კარგად ესმის ისეთ ბოროტ თავს, როგორიც არის ბოკერია, ისეთ ბოროტ ადამიანს, როგორიც არის სააკაშვილი. ისინი ამას გამიზნულად აკეთებენ და მათი ერთადერთი მიზანია, რომ რამენაირად დაიბრუნონ ძალაუფლება, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა ჩამოართვა და გარანტირებულად უნდა ითქვას, რომ ასეთი აგრესიული, მჩაგვრელი, უსამართლო ადამიანების მმართველობა დასრულდა ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ბიძინა ივანიშვილის არის ის, რომ ასეთი დიქტატორული მმართველობა ქვეყანაში აღარ დაბრუნდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.