პროტესტს ეხმაურება მუსიკოსი და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე. მისი თქმით, დღეს ფაშისტებივით დევნიან ტურისტებს, როდესაც იგივე არ ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ:
”კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც ბათუმში აქციაზე იდგა. ახალგაზრდებზე არაფერს ვამბობ. ალბათ, მაშინ პატარები იყვნენ. თქვე არასწორებო 2008 წლის ომის მერე, რატომ ერთხელ არ გამოსულხართ და არ გაგიპროტესტებიათ რუსები? ან მაშინ რატომ ეპატიჟებოდით დიდი სიყვარულით და დღეს ფაშისტებივით დევნით ტურისტებს? (როგორც გერმანელი ჯარისკაცები ებრაელებს).
ჩემი სამშობლოსთვის არც ერთხელ მიღალატია და 2008 წელს, ომის დროს რეზერვისტადაც ჩავეწერე!
ასევე, ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა ცხინვალის და სოხუმის საბრძოლო მოქმედებებში…(მოიხსენოს მათი ვაჟკაცი სული) ნუ გამოიყვანთ ხალხს წყობიდან, თორემ გაწევენ ხელისუფლებას და გადაგთელავენ.
თქვენი ფაშისტი,ნეო ლიბერალი დედა ვატირე… რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% პროცენტი სწორედ ნაც-ბოლშევიკების არასწორი მართველობის გამო”, – წერს ზურა ხაჩიძე.