გასუსული გარემოს დაცვის დეპარტამენტი, გატრუნული პოლიცია … და აოხრებული მდინარეები – გურიაში მოსახლეობა უკანონო თევზჭერის, განსაკუთრებით კი დენითა და ასაფეთქებლებით მდინარეებში მონადირეების მომრავლებამ აღაშფოთა.
როგორც რედაქციას ატყობინებენ, ბოლო დროს, ბრაკონიერობამ განსაკუთრებით იმატა და არცერთი სახელისუფლებო უწყება ამ საქმით არ ინტერესდება.
ის კი არადა, როგორც გვიმტკიცებენ, ამის სათავეში გარემოს დაცვი დეპარტამენტი და პოლიცია დგას.
“გურიის მოამბეს” რამდენიმე ადამიანი ეწვია და გვითხრა, რომ სავალალო მდგომარეობა არამარტო მდინარეებზეა, ბრაკონიერები პატარა მდინარეებში, ღელეებსა თუ ნაკადულებშიც კი დენით თევზაობენ და ანადგურებენ ეკოსისტემას.
განსაკუთრებული უკმაყოფილება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გარემოს დაცვის დეპარტამენტის მისამართიოთ გაისმის:
“ამათ მარტო უკანონო ქვიშა ხრეშის მოპოვებაში წილები აინტერესებთ – სხვა მხრივ კი მდინარეები ფეხებზე ჰკიდიათ”