რეჟისორი დათა თავაძე რაჭაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”დაღუპულთა ახლობლებს ერთადერთი ნუგეში შეგვიძლია მივცეთ: პირობა, რომ არ გავჩუმდებით და ყველა ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კატასტროფული შეცდომები თავიდან ავირიდოთ და ერთ დღესაც უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც პროფესიონალებს მოუსმენენ და არა ხარბ მანიაკებს.
“გლოვა და დუმილი” ჩვენი საქმე არ არის – ჩვენი საქმე მოთხოვნების ხმამაღლა წაყენება და აქტიური მოქმედებაა.” – წერს თავაძე.