კიდევ ერთი რუსული ლხინი კახეთში – გლოვის პარალელურად რუსები ლოპოტაზე ქორწილს გეგმავენ

რუსი მიგრანტები და რუსული შოუ ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში მორიგი მასშტაბური ქორწილისთვის ემზადებიან. ღონისძიების ლოკაცია ისევ კახეთია, ამჯერად ლოპოტას დასასველებელი კომპლექსი.

ინფორმაციას “ინსტაგრამზე” რუსი შოუმენი, სერგეი გლადუნი ავრცელებს. სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურების შემდეგ პოსტი გაქრა, თუმცა ქორწილი არავის გაუუქმებია.

“ლოპოტას” წარმომადგენელმა აღნიშნული არ უარყო. ჩვენ გადამღებ ჯგუფს ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრეს.

ჟურნალისტი: – დღეს არის საშუალება შემოსვლის?

“ლოპოტას” წარმომადგენელი: – სამწუხაროდ, 100%-იანი დატვირთულობა გვაქვს და შესაძლებელი, სამწუხაროდ, არ იქნება.

– გვითხრეს, რომ საღამოს კონცერტი იმართება, სერგეი გლადუნი იმღერებსო, ასე გვითხრეს, ცონობილი შოუმენიო.

– საათებზე ინფორმირებული ზუსტად არ ვართ, ასე ვთქვათ, რომელ საათზე ჩამობრძანდება ბატონი სერგეი, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ვიზიტორად შემობრძანება დღეს არ იქნება შესაძლებელი, რადგან 100%-იანი დატვირთულობა გვაქვს.

– ამ ქორწილის გამო გვაბრუნებთ უკან?

– მხოლოდ ქორწილის გამო არა ქალბატონო, უბრალოდ ადგილების სიმცირის გამო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share