პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 28 იანვარს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან გამომდინარე, მივუახლოვდით დადებითობის 4%-ს. მისივე თქმით, თუ ეს ტენდენცია ერთი კვირით შენარჩუნდება, შესაძლოა, რეგულაციები დაგეგმილზე ადრე შეამსუბუქონ. მანვე დააზუსტა, რომ ეს შეეხება საგანმანათლებლო და ტრანსპორტის სფეროებს.
“დღეს 18 ათასი ტესტიდან დადებითი მაჩვენებელია 723, რაც დიდი ციფრია, თუმცა მიუახლოვდა 4%-ს. როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა.
დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ ერთი კვირის განმავლობაში, ისე, როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება თბილისს ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება”, – განაცხადა გახარიამ.
მსგავსი სტატიები
- 92
მშვიდობის კათედრალმა, რომლის წინამძღვარი ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო ინტერრელიგიური მოღვაწეების წერილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება. წერილს გთავაზობთ უცვლელად: "მშვიდობა და კეთილი სურვილები ყველას, ვინც ამ წერილს კითხულობთ. როგორც გლობალური თემის წევრები და მორალური ლიდერები, გწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომლებიც ახლა დემოკრატიისა და…
- 92
რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა,რომ შეხვედრა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა და მეტიც, ეპიდემიოლოგების არგუმენტები სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ბიზნესისთვის. „შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. წარმოიშვა ძალიან დიდი უფსკრული ბიზნესსა და სახელმწიფოს გადამწყვეტლებს შორის. რთულად წარმოსადგენია, ეს უფსკრული როგორ შეივსება. აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…
- 91
როგორ აფასებენ ივანიშვილის ინტერვიუს რასაცა გასცემ შენია - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, გამოცემა Entrepreneur საქართველო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება. ინტერვიუს ძირითადი თემა ქველმოქმედება და ის თანხებია, რომელიც ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე, მისივე თქმით ქვეყნისა და ადამიანების დახმარებაში დახარჯა. პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინტერვიუში, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ცოლის განკარგულებაში მხოლოდ…
- 91
"ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით"-აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზეცაა საუბარი: "ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით. ვერც აქ დაიცვა ხმები, ვერც პარტნიორებთან"-წერს გამზარდია. სიმართლე. მე მგონი, უკვე დროში და სივრცეშიც არ ფლობს სიტუაციას და უეფექტო სატელევიზიო ცხოვრებას, ჯობს, დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ რაიმე…