”გავიმეორებ მრავალჯერ ნათქვამ სიტყვებს, არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ და, ზოგადად, გულწრფელად გეუბნებით, არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ… თქვენი აზროვნება ფანატიურია სამწუხაროდ და ამისი ავტორები თქვენ არახართ ვიცი… ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და (გულს ნუ გაიტეხთ, მუხა კვლავაც შეიმოსების) უბრალოდ ფესვების გარეშე ხე ვერ იარსებებს…
ჯერ წინაპრებს ეცით პატივი, მერე ეკლესიის ლანძღვას მოეშვით და მერე მოდით და მაკრიტიკეთ მე, რომელ ენაზე ვმღერი, თურმე, რა ფერის თმა მაქ და რავიცი. თქვენ ვერ გაიგებთ ჩემსას და ტყუილად იშლით ნერვებს. აბა, ყოჩაღად იყავით და დროა უკვე ცოტა გამოთავისუფლდეთ და უბრალოდ ყველანაირი პოლიტიკის გარეშე ამოისუნთქოთ ადამიანურად. (ეძღვნება მათ, ვისაც შეეხება).”
მიმართავს რუსეთში მომღერალი მეგი გოგიტიძე მოქალაქეებს, რომლებიც მას რუსულად საუბრის გამო აკრიტიკებენ.