ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა. დოღში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი საკმაოდ საინტერესო და ხალხმრავალი გამოდგა. საბოლოოდ ბახმაროს თასის მფლობელი საბა თელია გახდა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. დოღის ტრადიცია ბახმაროში თითქმის საუკუნეს ითვლის. ის ყოველთვის 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება. ამ დღეს უნიკალურ კურორტზე განსაკუთრებული ხალმხრავლობაა. დოღი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებში. შოვის ტრაგედიის გამო ბახმაროში წელს მხოლოდ დოღი ჩატარდა, რაც შეეხება გასართობი და კულტურული ღონისძიებებს ის გაუქმდა.
ფოტოები -Mariam Elisabedashvili