პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, პარლამენტის კანონით ღია ვაჭრობა და შეთანხმება გაფორმდა, შესვლის სანაცვლოდ თანამდებობების მიღება კანონით გააფორმეს და ოთხი დეპუტატისთვის დაწერეს ახალი წესები. შექმნა „ილუზორული სურათი“ თითქოს პარლამენტი ოპოზიციით არის წარმოდგენილი, ძალიან სევდიან და კომიკურ განწყობას ტოვებს..
“ძალიან საინტერესო და ღიმილისმომგვრელი სურათია ახლა საქართველოს პარლამენტში. ვგულისხმობ იმას, რომ ასეთი მცდელობა, შექმნა ილუზორული სურათი თითქოს პარლამენტი ოპოზიციით არის წარმოდგენილი, ტოვებს ძალიან სევდიან და კომიკურ განწყობას. გვიჩნდება განცდა, რომ პროგრესის და პარლამენტის გაძლიერების ნაცვლად, რაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებლად უნდა მომხდარიყო, რეგრესი და უკუსვლა მივიღეთ. სტრასბურგშიც, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ჩვენი დელეგაცია მხოლოდ უმრავლესობის სახით არის წარმოდგენილი, რაც ითვლება ძალიან ცუდ ჟესტად. იქ ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ ოპოზიციის წარმომადგენლობას და კვოტას – დაბალანსებულია თუ არა სქესის მიხედვით დელეგაცია და სტანდარტები ამ მხრივ ძალიან მკაცრია“, – აღნიშნაეკა ბესელიამ