ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად:
2021 წლის 28 იანვარს 15:00 საათზე დაგეგმილი იყო შპს „არერსა მეთალის“ მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ 2021 წლის 25 იანვრის N484/01 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტზე სამინისტრომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად 2021 წლის 28 იანვარს 15:00 საათზე ჩანიშნული საჯარო განხილვა არ გაიმართება.
საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ახალი თარიღი გეცნობებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით.