“ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი”, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საუბრობს. მის ამ განცხადებას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, ქართული კულტურა ძალიან ახლოს არის რუსეთთან და ხშირად აღიქმება როგორც საერთო საკუთრება. „ბუნებრივია, კარგია, პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს”, – თქვა მედვედევმა.
„ეს არის უძველესი ხალხი, უძველესი კულტურა, ჩვენთან ძალიან ახლობელი, რადგან ჩვენ მრავალი წელია მეზობლად ვცხოვრობთ, მათ აქვთ დიდი დიასპორა ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც. ჩვენი კულტურის ნაწილი… თუ ინტერნეტში ეძებთ მწვადს ან რაიმე მსგავსს, მაშინ უმეტეს ქვეყნებში ის აღიქმება არა როგორც კავკასიური სამზარეულოს ნაწილად, არამედ როგორც სრულიად რუსული სამზარეულოს ნაწილი… იგივე ეხება მუსიკას და ელიტებს, მათ შორის კულტურულს,” – თქვა მან.