ლიხაურის ღვთისმშობლის ხატი

ქალწულებრივთა
სისხლთა შენთაგან, სძალო,
თბედ საიდუმლოდ
ზენაჲსა განგებისად,
ძისა ღმრთისა – ძედ
მეშვ იქმენ არსთა მცხოვნად!
მე, თამარ, მჩენი
ტომთაგან დავითებრთაით
თვისად, შემამკევ,
მადიდე, აღმამაღლე!
აწ მეცა ხელვყავ
შემკობად ხატსა თქვენსა –
დედისა ძითურთ, –
დაა და მეცა, ძითურთ, მფარევდ!
.
პავლე ინგოროყვას აზრით თამარ მეფემ ეს იამბიკო მისი შვილის ლაშა-გიორგის დაბადებას მიუძღვნა.
.
ლიხაურის ღვთისმშობლის ხატი – Кондаков, Никодим Павлович – Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии 1890 г.
,,ღვთისმშობლის ხატი შესრულებულია ვერცხლზე ჭედურობით, სიმაღლე 0.37, ხოლო სიგანე 0.30 არშინი. ქვემოთ აქვს წარწერა. გამოსახულება ღვთისმშობელი ყრმა ისეოთი მარჯვენა ხელში, ხოლო მარცხენა ხელი მკერდზე აქვს მიდებულიб იესოს კი თავი აქვს აწეული და მარჯვენა ხელით ლოცავს ლოცავს მას.
დიდ ინტერესს იწვევს ღვთისმშობლის ფილონი, რომელიც განსაკუთრებული აღკაზმულობითაა გაწყობილი. გვირგვინი მორთულია შვიდი სერდოლიკისა და ერთი ფირუზის ქვით.
ქვემოთ აქვს წარწერა „ქორონიკონსა 40 – 1352. უწმინდესო იყავ მფარველი და მოწყალე მფელობელის კახაბერისა და ცოლისა მისისა ანასი (?) … და აღმშენებლისა მისისა“
ხატის უკანა მხარეზე გაშავებულ ვერცხლზე არის წარწერა: „ღვთისმშობელო, იყავ მოწყალე და მფარველი სულისა დიმიტრი მაჭუტაძისა მისი განკითხვის დღესა. მეორე მხარის ვერცხლი მას ეკუთვნოდა; დეკანოზ გიორგი ჯაშსა და მეუღლესა მისსა გულდამუს შეუნდოს უფალმა; შვილია მისსა ილარიონს და ცოლსა მისსა შეუნდოს უფალმა; იკისრა ზრუნვა უკანა მხარის მოჭედვაზე ამა ხატისა დეკანოზ ზაქარია ჯაშის და ცოლის მისის ელისაბედს შეუნდოს უფალმა; შეინდე უფალო სული მათე ბაბუკვაძისა და ცოლისა მისისა ელენესი და შვილისა მისისა იოანესი; ოქრომჭედელი ოსტატის მიქაელ წულაძესა და ცოლსა მისსა შეუნდოს უფალმა; შეუნდე უფალო იოანე ბერაძის სულს,, (კონდაკოვი)
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share