ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა მსოფლიოზე ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს

ყაზახეთში, ქალაქ ალმაატაში, 27 – 28 აგვისტოს მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.
საერთაშორისო ასპარეზობაში, სადაც მსოფლიოდან ასობით სპორტსმენი , ყველა წონით კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას, წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა – ანრი სურმანიძემ და საბა ეზიეშვილმა.
ოზურგეთელი მკლავჭუდელები შინ მედლებით , ერთი ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოთ ბრუნდებიან
🥈 II ადგილი
ანრი სურმანიძე
🥉 III ადგილი
საბა ეზიეშვილი
შეგახსენებთ, რომ ანრი სურმანიძე წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, და დიდი სიხარული მოგვანიჭა, ამჯერად მსოფლიოზე ანრი ვიცე – ჩემპიონობას დასჯერდა.
რაც შეეხება ევროპის ვიცე – ჩემპიონს დაჩი ჩხაიძეს,, ფორტუნა და იღბალი მსოფლიოზე ნაკლებად აღმოჩნდა მის მხარეს. იგი საპრიზო ადგილის გარეშე დარჩა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.
ბიჭებმა ახალგაზრდებში იასპარეზეს.
 მსოფლიოზე 1 სექტემბერს მძიმე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ოზურგეთელი დავით თენიეშვილი გამოვა.
წარმატებებს ვუსურვებთ მას.
მწვრთნელები : გიორგი რუსიეშვილი, ილია ჟვანია, ზურაბ ბურჭულაძე.
”ჩემმა სპორტსმენებმა ძალიან გამახარეს, მსოფლიოზე ვერცხლის და ბრინჯაოს მოპოვება იოლი საქმე არაა?! მიხარია ძალიან!
ვულოცავ გულშემატკივრებს და მთლიანად ოზურგეთს. ეს ბიჭები კიდევ იტყვიან თავიანთ სათქმელს” – გიორგი რუსიეშვილი – მკლავჭიდის მწვრთნელი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share