ამბიონზე მდგომ მოძღვარს ძალიან დიდი სიფრთხილე ევალება- დეკანოზი ჭიღლაძე

საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს ხელმძღვანელი ილია ჭიღლაძე დეკანოზი თადეოზის ქადაგებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ საზოგადოებას ყველა მსგავსი მიუღებელი მქადაგებლის ვინაობა ეცოდინება, რადგან მათი რაოდენობა დღეს ბევრია. დეკანოზმა თადეოზმა ქადაგებისას განაცხადა, რომ სჯობს “პარაზიტი ბავშვები” ადრე მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ, ვიდრე უმაქნისები გაიზარდონ. გარდა ამისა, დეკანოზი თადეოზ სარალიძე არმენოფობიური და ანტისემიტური განცხადებებითაც გამოირჩევა.

როგორც დეკანოზმა ჭიღლაძემ გადაცემაში “კომენტარი” განაცხადა, თადეოზის ქადაგება სასულიერო პირისთვის შეუფერებელი იყო და მისი მეტყველების ფორმა მიუღებელი.

“ამბიონზე მდგომ მოძღვარს ძალიან დიდი სიფრთხილე ევალება. მით უმეტეს, როდესაც ეს იწერება და ვრცელდება, პასუხისმგებლობა ათმაგდება. თუმცა, მეორეს მხრივ, ძალიან კარგია, რომ იქნა ჩაწერილი ეს და გავრცელებული. კარგი იქნებოდა, რომ ყველა ასეთი საშიში და მიუღებელი მქადაგებელი იცოდეს საზოგადოებამ, ეს მარტო ერთი ხომ არაა, ასეთი ბევრნი არიან”, – აცხადებს დეკანოზი.

მისი თქმით, დეკანოზ თადეოზის ქადაგებაზე გამოწვეული აჟიოტაჟი მიუთითებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა, ერი უფრო მომთხოვნი გახდა და ეს სამღვდელოებაზეც დადებითად უნდა აისახოს.

ამასთან, დეკანოზ ჭიღლაძეს მიაჩნია, რომ საპატრიარქომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და გააკონტროლოს სასულიერო პირების გამონათქვამები.

გუშინ, 28 იანვარს, დეკანოზ თადეოზის ქადაგების შემდეგ გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის “შენდობის თხოვნის წერილს” გაავრცელა, რომელიც მათივე ცნობით, მიწოდებულია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიერ. წერილში ვკითხულობთ, რომ დეკანოზი თადეოზი ითხოვს შენდობას იმის გამო, რომ მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე იქადაგა.

იქამდე კი თადეოზის ქადაგებაზე განცხადება მიტროპოლიტმა დანიელმა გააკეთა და განაცხადა, რომ დეკანოზ თადეოზს ზოგ შემთხვევაში სწორი პოზიციის თქმა სურდა, მაგრამ არასწორად გამოთქვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    რას მოუტანს საქართველოს სტარასბურგის გადაწყვეტილება- ლია მუხაშავრიას განმარტება2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის…
    Tags: და, რომ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "წერეთელი-ეს ავაზაკი და თაღლითი იგინებოდა ნონა იმნაძე უნდა მოვხსნაო"-რა ხდება ლანჩხუთში?"ეს წერეთელი, ეს თაღლითი კაცი, ნონა იმნაძეს მოვხსნიო იმუქრება და იქ თეატრში, სხვების თანდასწრებით მაგინებდა თურმე... ეს უზრდელი, რომ კითხო გენიოსია და ყველაფერი იცის. ფულის კეთება იცის როგორც ჩანს მარტო"-გვიყვება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამგე, ნონა იმნაძე კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელ, დავით წერეთელზე, რომელსაც აღნიშნულ დაწესებულებაში დანიშვნის დღიდან არა ერთი უკმაყოფილო და…
    Tags: და, ეს, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    ცხრა აპრილის ქვეყანა  რა მივუტანეთ 9 აპრილს? დიახ, დიახ - რა მოგვიტანა კი არა, რას ელის ჩვენგან 9 აპრილი პარლამენტის წინ მდგარ მონუმენტთნ ყვავილების თაიგულისა და დანთებული სანთლის გარდა? ვიცით, რომ თარიღს თავისთავად არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს. ის ძვირფასი ხდება ჩვენთვის იმ დღეს მომხდარ მოვლენასთან თუ მოქმედ პირებთან ემოციური და…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს და არა ჯოჯოხეთად"გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა