“”ქართული ოცნება” იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მიმართ”

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმდჯომარე თეა წულუკიანი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რომ ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა დღეს, 28 იანვარს განაცხადა, რომ მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

წულუკიანი აცხადებს, რომ ქართული ოცნება იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მიმართ.

“ჩვენ ჯერ კიდევ გვგონია ის, რაც სამართლებრივი რეალობა არ არის, თითქოს პირი თუ არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის საბოლოო განაჩენი. სინამდვილეში, წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რომ ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. თუკი დღეს აღმოჩნდება, რომ მოცემული პირების წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შედეგად გამოძიებამ მიიღო დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ასრულებდნენ დავალებებს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სხვა მიზნებისთვის მათი პატიმრობაში ყოფნა, რომელიც გამოძიებას ჭირდება, იყოს დასაბუთებული, ან მოსამართლემ ჩათვალოს, რომ მათ თავიანთი ფუნქცია ამოწურეს წინასწარ პატიმრობაში და გამოძიება გავიდა ბოლოში და შესაძლებელია, რომ ეს პირები საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდონ”, – აცხადებს წულუკიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    “თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა თბილისის ცაზე!” – ლანა ღოღობერიძერეჟისორი, ლანა ღოღობერიძე, სოციალურ ქსელში, წერს: “ძალიან, ძალიან დამწუხრებული ვარ. ამ დღეებში ჩემ სამშობლოში მოხდა რაღაც, ძალიან შემაშფოთებელი. პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის სახელით უმრავლესობამ დაჩაგრა ადამიანთა მცირე ჯგუფი! უარი ათქმევინა ღირსების მარშის მოწყობაზე. სცემა და ცხვირპირი ჩაუმტვრია ჟურნალისტებს, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავდადებით ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას! და ბოლოს, როგორც ამ ყველაფრის…
    Tags: და, რომ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    რას მოუტანს საქართველოს სტარასბურგის გადაწყვეტილება- ლია მუხაშავრიას განმარტება2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის…
    Tags: და, რომ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "წერეთელი-ეს ავაზაკი და თაღლითი იგინებოდა ნონა იმნაძე უნდა მოვხსნაო"-რა ხდება ლანჩხუთში?"ეს წერეთელი, ეს თაღლითი კაცი, ნონა იმნაძეს მოვხსნიო იმუქრება და იქ თეატრში, სხვების თანდასწრებით მაგინებდა თურმე... ეს უზრდელი, რომ კითხო გენიოსია და ყველაფერი იცის. ფულის კეთება იცის როგორც ჩანს მარტო"-გვიყვება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამგე, ნონა იმნაძე კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელ, დავით წერეთელზე, რომელსაც აღნიშნულ დაწესებულებაში დანიშვნის დღიდან არა ერთი უკმაყოფილო და…
    Tags: და, ეს, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "ძვირფასო კენტ,დაუყოვნებლივ და გადაუდებლადაა საჭირო უმკაცრესი ფინანსური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ""ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ბატონ ჯორჯ კენტს ძვირფასო კენტ, თქვენ მიერ სენატში საქართველოს საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე საქართველოს რუსი დიქტატორ-ოლიგარქის, პუტინის გარემოცვის წევრ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მმართველი პარტიის გათეთრების მცდელობამ საქართველოში გამოიწვია შოკი. თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პროდასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა