ევროპაში ვიზიტისა და ლიდერებთან შეხვედრის გამო ზურაბიშვილს ქართული ოცნება აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას მთავრობის თანხმობა არ აქვს, შესაბამისად, კონსტიტუციას არღვევს.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო.