როგორც “გურიის მოამბისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დირექტორმა დ.გ- მ მისივე სკოლის მეშვიდე კლასელ მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმააცით, შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა.
მომხდარის შემდეგ დაზარალებულმა 112 დარეკა და პოლიციას მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ შეატყობინა.
როგორც ვიცით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დირექტორს მოსწავლეები ძალადობაში ადანაშაულებენ. კონკრეტულად ამ ბავშვთან ეს უკვე მეორედ შეემთხვა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დ. გ. ხელმძღვანელობს ქვედა ბახვში საარჩევნო შტაბს და ისინი არ გამორიცხავენ რომ სწორედ ამის გათვალისწინებით დააფარა ხელი პოლიციამ მოძალადე დირექტორს.
შ. ბ. ნაცემი მოსწავლის დედა: “მე ზუსტად არ ვიცი დეტალები, თუმცა ამასაც მოგახსენებთ, რომ მე მაგ სკოლის იმედად დავტოვე ჩემი შვილები.ბავშვი არის ცოტა თავნება მოაკლდა დედის ხელი, ამ აცხოვრებამ გამხადა უთვისტომო ქვეყნის მონა და ვაბრალი ჩემს გადახვეწილობას,ჩვენ ხომ იმ ქვეყნის შვილები ვართ სადაც დედა-შვილობა შეწყვიტეს და დედები სხვის მონებად გვაქციეს , რა გითხრათ ავტირდი, მაგრამ ეს ხომ დირექტრს არ ამართლებს. მაპატიეთ ბოდიშს გიხდით.”- გვითხრა დაზარალებული მოსწავლის დედამ.
„გურიის მოამბე“ დაზარალებული ბავშვის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს. რაც შეეხება სკოლის დირექტორს, ჩვენ ვცდილობთ მასთან დაკავშირებას და მის განმარტებას აღნიშნულ საკითხზე მიღებისთანავე გავავრცელებთ.
მოკვლევას აწარმოებს ოზურგეთის პოლიცია, უკვე გამოკითხულია დ.გ რომელიც ასევე ქვედა ბახვის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია და გამოკითხული არიან ქვედა ბახვის სკოლის მოსწავლეები.
მსგავსი სტატიები
- 73
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 61
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
- 61
30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
- 61
პარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…