“ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ ნაცემ დავით მჟავანაძეს ტვინის შერყევა დაუდგინდა 

დღეს ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიწის გასხვისების გადაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებზე “ქართული ოცნების” აქტივისტების მხრიდან თავდასხმა მოხდა. ადგილი ჰქონდა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების ფიზიკურ შეურაცხოფას. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ამ წუთებში ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, დავით მჟავანაძეა, რომელიც ჩოხატაურის “მამქოლის” კლინიკაში მოათავსეს. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და ის აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.

“ნაციონალური მოძრაობა” იმასაც აპროტესტებს, რომ ამ წუთამდე, მიუხედავად ასეთი მასშტაბური თავდასხმისა, პოლიციას საქმეზე გამოძიება არ დაუწყია და შესაბამისად არც ერთი პირიც არ გამოუკითხავს.

არსებული ინფორმაციით, მჟავანაძის გარდა ასევე ნაცემია 10-ზე მეტი ოპოზიციონერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share