ჩოხატაურში განვითარებული მოვლენები და დაუსჯელი მოძალადეები

თავდასხმა და  დაუსჯელი მოძალადეები. ქართული ოცნება ოპონენტების დასასჯელად ისევ ძველ და უკვე ნაცად მეთოდს მიმართავს და პარტაქტივის მეშვეობით მათ  ფიზიკურად უსწორდება. ჩოხატაურში დღეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წევრებს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება და ოცნების მხარდაჭერები თავს დაესხნენ. ოპოზიციონერები ფიზიკური ანგრიშსწორების ადრესატი მას შემდეგ გახდნენ, რაც რეგიონში ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ.

ამ დრომდე მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრების ცემაში მხილებული “ოცნების” ყველა მხარდამჭერი თავისუფალია. ისინი გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ, იმის მიუხედავად რომ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია და ისინი სატელევიზიო კამერების მიერ გადაღებულ მასალაშიც კარგად ჩანან.

კადრში კარგად ჩანს ლაშა გიორგაძე – დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვის წევრიც.  მომხდარის ორგანიზებაში ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას  ვასილ ჩიგოგიძესა და მის გარემოცვას აკისრებს.  თავად ჩიგოგიძე კი გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს.

საგამოძიებო უწყება არ ჩქარობდა არც ნაცემი დეპუტატის გამოკითხვას, თუმცა დავით მჟავანაძემ გამომძიებლებს თავად მიაკითხა და რამდენიმესაათიანი გამოკითხვიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share