ლანჩხუთელი გიორგუ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში დაზიანებული და შემდგომ ნაწილობრივ აღდგენილი სამანქანოს გზის შესახებ წერს:
”საქართველოში არ არსებობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია -ზე უკეთესი და საქმისადმი ერთგულებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ჯგუფი, ეს ალბათ პირადად მერის, ბატონ #ა.#სარიშვილის დამსახურებაა!
წლებია ჩემს სოფელში ,ჯაპანაში, არ გვაქვს სამანქანო (გულწრფელად რომ ვთქვათ, არც საფეხმავლოდ გამოდგება) გზა.საუბარია მაქსიმუმ 2 კმ.-იან გზის მონაკვეთზე.
ბატონმა სარიშვილმა რომ გაიგო ეს ამბავი, ქვა ქვაზე არ დატოვა, ფეხზე დააყენა მთელი საკრებულო, 24 საათიან რეჟიმში პირადად ხელმძღვანელობდა გზის დაგების პროცესს!
შედეგს თავად ხედავთ! რა საკრებულოც გვაქვს რაიონს, ისეთივე გზა დაგვიგეს!
პ.ს. მომავალ წელს არჩევნები მოდის და ბატონმა მერმა გვითხრა, კაფელ-მეტლახსაც დაგიგებთო გზაზეო!
გმადლობთ, ბატონობიძინი, რომ ასეთი მერი დაგვიდგინეთ ლანჩხუთს!
ქართული ოცნება / Georgian Dream” – წერს გიორგი გეგუჩაძე.