პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა დაკავებული კარტოგრაფებისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის ნაცვლად გირაოს ჩანაცვლების მოთხოვნით. ცნობილია, რომ პროკურატურა თითოეული ბრალდებულისთვის გირაოს სახით გადასახდელად 30.000 ლარს ითხოვს.
ასევე, პროკურატურა სასამართლოსგან დამატებით შემზღუდავ მოქმედებსაც ითხოვს, კერძოდ, ბრალდებულებს არ მიეცეთ საშუალება, გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი ინფორმირების გარეშე, ასევე, პროკურატურის მოთხოვნაა თანამდებობიდან ივერი მელაშვილის გადაყენება.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება. სასამართლო გადაწყვეტილება უახლოეს წუთებში უნდა გამოცხადდეს. პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
კანონიერი გადაწყვეტილება იქნება ჩვენი შუამდგომლობების დაკმაყოფილება – კარტოგრაფების ადვოკატები.
მსგავსი სტატიები
- 92
ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა “ახალ თაობასთან” ისაუბრა.ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ზუსტად მისი კანტორა იყო და პირადად ის ერთ-ერთი, ვინც ყველაფერ აკეთებდა, რომ…
- 92
მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ აცხადებს, რომ ბაკქანალია უნდა დამთავრდეს და ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კომპრომისი უნდა მოძებნოს, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს. „ეს ბაკქანალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. მე არც ხელისუფლების მომხრე ვარ და არც ოპოზიციის, მაგრამ ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას" ჰყავდეს. რურუაც სულ ტყუილად არის…