4 სექტემბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 503 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 119-ზე მეტი არასრულწლოვანი, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში – 485, ხარკოვის ოლქში – 300, კიევის ოლქში – 129, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 89, ხერსონის ოლქში – 120, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 94.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.