თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი რამდენიმე საათია ურეკშია გაჩერებული. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, მატარებლის გაჩერების მიზეზი ელმავლის დაზიანება გახდა. რკინიგზის დეპარტამენტიდან ამ დრომდე ინფორმაციას არ გვაწვდიან, თუ რამ გამოიწვია ელმავლის მწყობრიდან გამოსვლა, რამდენი ხანი დასჭირდება მის შეკეთებას და რამდენ ხანში აღდგება მოძრაობა.
ამ წუთებში მატარებელში 200-მდე მგზავრი გაურკვევლობაში იმყოფება.