ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთი-ურეკის დამაკავშირებელი გზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთის დასახლებულ პუნქტებზე საგზაო ნიშნები არასწორადაა დამონტაჟებული, რაც მძღოლების შეცდომაში შეყვანას და მათ დაჟარიმებას იწვევს. სწორედ ამ მონაკვეთზე ბოლო ერთ თვეში ნახევარი მილიონი ჯარიმაა დაწერილი.
”საგზაო ნიშნების მახე და ხალხის მოტყუებით შევსებული ბიუჯეტი.
გასულ წელს, ნახევარი მილიონი დახარჯა მერიამ კამერების დასამონტაჟებლად ოზურგეთში, რამდენიმე დღის წინ, დამატებით 100 000 ლარი გამოყვეს კამერების დასამატებლად და შესაკეთებლად, მიუხედავად უმძიმესი განვითარებული მოვლენებისა გურიაში, არც უფიქრიათ ტენდერის შეჩერება. მხოლოდ ერთ თვეში, ამ გზაზე ნახევარი მილიონის ჯარიმაა დაწერილი” – ახცადებს ნიკოლაშვილი.