ზურაბიშვილი და წულუკიანი ერთად შვეიცარიაში – პრეზიდენტისა და კულტურის მინისტრების გზები ნიკო ფიროსმანის გამოფენაზე გადაიკვეთა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წულუკიანი ტრიბუნასთან დგას, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს, სტუმრებს შორის კი მის წინ საქართველოს პრეზიდენტი ზის.
ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დაუპატიჟებლად მივიდა. ამ ეჭვს ამყარებს ერთი დეტალიც: კულტურის სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე წერია, ვინ იყო გამოფენის გახსნაზე. იქ ჩამოთვლილია ყველა პრეზიდენტის გარდა.
მანამდე იყო პრეზიდენტის ფოტო ფიროსმანის ნახატის ფონზე. თბილისში ეს ღარიბაშვილისთვის განკუთვნილ გზავნილად ამოიკითხეს. საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიაში წასვლაც აკრძალული ჰქონდა, მაგრამ პრემიერის უარის მიუხედავად, ის ბაზელშია უკვე ორი დღეა.