ნინო ლომჯარია საჩუქარია „ქართული ოცნებისთვის” – ირაკლი კობახიძე

ნინო ლომჯარია საჩუქარია „ქართული ოცნებისთვის“. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ჩვენ არჩევნების დამაჯერებლად მოგებას კიდევ უფრო გაგვიმარტივებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არის ნინო ლომჯარია.

„ის არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტია. იგი არის ნაკლებად ქარიზმატული და პოპულარული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. როდესაც მასზე კეთდება აქცენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცები ვერ თვლიან სწორად პროცესებს და მათ არ აქვთ იმის უნარი, რომ საზოგადოების პულსზე ეჭიროთ ხელი. ლომჯარია არის საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ჩვენ არჩევნების დამაჯერებლად მოგებას კიდევ უფრო გაგვიმარტივებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა, აქვს თუ არა ლომჯარიას შანსი მესამე ძალა გახდეს.

„თავის დროზე, 2020 წელს, ასეთივე გეგმის ნაწილი იყო „ლელო“. იგი მოაზრებული იყო მესამე ძალად, თუმცა საზოგადოებამ მარტივად გაშიფრა ყველაფერი და საბოლოოდ, „ლელომ“ 3%-ზე მეტი ვერ აიღო და ასეთივე გეგმა იყო გახარია. იქ უფრო კარგი წინაპირობა ჰქონდათ, რადგან გახარია თვეებით ადრე „ქართული ოცნების“ პრემიერი იყო. ყოველ ჯერზე ეს გეგმა ჩავარდა. მით უმეტეს, ლომჯარიათი ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული. არავითარი შანსი არ არის იმის, რომ ლომჯარია შესთავაზო საზოგადოებას როგორც მესამე ძალა“, – განაცხადა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share