გავრცელებული ინფორმაციით, ექადიის ტყე პარკიდან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გაიქცა.
როგორც “გურიის მოამბეს” გვატყობინებენ კომპანიის გაქცევის მიზეზი, ოზურგეთის მერიის მარალჩინოსნებიდან დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნა გახდა.
რედაქცია ინფორმაციის გადასამოწმებლად ოზურგეთის მერიას დაუკავშირდა, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავეს.
“როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიწყებთ ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას, სადაც უნიკალური ეკოსისტემაა.
ექადიის ტყე-პარკი, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, #აქგავაკეთებთ სრულად მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცე იქნება.
არსებული ლანდშაფტის, მწვანე ნარგავების სრული დაცვით და შენარჩუნებით, ვგეგმავთ, რეკრეაციული ზონების მოწყობას, სასეირნო ბილიკების გაკეთებას, დასასვენებელი სკამებისა და ლამპიონების მონტაჟს. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ექადიის ტყე-პარკი გახდეს ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდეს”.
კუდაბზიკობდა ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, ჯერ კიდევ გასული წლის 21 ივნისს,, საკუთარ, ოფიციალურ, ფეისბუკ გვერდზე.
ასევე გასული წლის 15 ოქტომბერს კი, ავთანდილ თალაკვაძემ ექადიის ტყე პარკის რეაბილიტაციის დაწყება გვახარა;
“როგორც დაგპირდით, ქალაქ ოზურგეთში დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცის, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია – ადგილის, სადაც უნიკალური ეკოსისტემაა.
არსებული ლანდშაფტის, მწვანე ნარგავების სრული დაცვითა და შენარჩუნებით, აქ მოეწყობა რეკრეაციული ზონები, გაკეთდება სასეირნო ბილიკები, განთავსდება დასასვენებელი სკამები და დამონტაჟდება ლამპიონები; პარკი სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება.
პროექტს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ვაკეთებთ და მისი ბიუჯეტი 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
მჯერა, ეს ადგილი ჩვენს ქალაქში ყველა თაობის ადამიანისთვის გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია დასვენებისა და განტვირთვისთვის”.
გვპირდებოდა თალაკვაძე.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამარჯვებული კომპანიები გარბიან.
მაგალითად, ასევე გაქცეულია ქალაქის ცენტრში, ფასადების რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანია, რომელიც მერიამ უკვე სხვა კომპანიით ჩაანაცვლა.
ასევე პრობლემებია ქალაქის ცენტრალური პარკისა (მერაბ კოსტავას ქუჩა) და ოზურგეთის კორტების (ყოფილი წითელარმიელის) მშენებლობებზე.
როგორც ჩვენ გვატყობინებენ ამ სამუშაოების ყველა შემაფერხებელი ფაქტორი ოზურგეთის მერიიდან დაწესებული “ატკატებია”.
მარტო ექადიის ტყე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება – პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა.