ოზურგეთელი ტაეკვანდოელების მორიგი წარმატება და ორი მედალი საერთაშორისო ღია პირველობიდან!
15, 16 , 17 სექტემბერს ქ. ბათუმში ოლიმპიურ ტაეკვანდოში ბათუმის საერთაშორისო ღია პირველობა გაიმართა 2008 – 2014 წწ დაბადებულთა შორის.
შეჯიბრში 400 – ზე მეტი მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ხსენებულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – ჯამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვანდოს სექციის ( ურეკი) სპორტსმენებმა. ,, მებრძოლი სულის” ბიჭებმა შინ ორი მედალი, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო წამოიღეს.
საბა გიგაძე II ადგილი
ნიკა სულაძე III ადგილი
ოზურგეთელი სპორტსმენები ასპარეზობისთვის გიორგი ბერიძემ მოამზადა.