”ქართველი მებრძოლებისთვის საკმაოდ მძიმეა ასეთ პირობებში ბრძოლა და ცდილობენ, დისკომფორტი შეგვიქმნან, რომ უსაფრთხოდ არ იგრძნონ ოჯახებმა თავი. უნდათ, რომ ამან იმოქმედოს ადამიანების შემართებაზე. სინამდვილეში, ეს ადამიანები, ვინც აქ ჩამოვიდნენ, მზად არიან თავის გასაწირად და მე ეჭვი მეპარება, რომ მათი დემოტივაცია შეიძლება მოხდეს ასეთი მეთოდებით, თუმცა რუსული მთავრობა ეცდება ყველაფერს, რომ მოხდეს დემოტივაცია. უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური ფორმირება და ყოველდღე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ჯარს. ეს არის ყველაზე შემაწუხებელი ფაქტი საქართველოს მთავრობისთვის და იღებენ დირექტივას, რომ რამენაირად გვებრძოლონ.”
სუს-ის მტკიცებით, საქართველოში “დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა” იგეგმება. უწყებაში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ – ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეს, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებს, მათ შორის მამუკა მამულაშვილს.