ხვალაც მოითხოვეთ მტკიცებულებები, ფარცხალაძეზე კი არადა საკუთარ თავებზე – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ხვალიდან ვიხილავთ ფარცხალაძის კი არადა საკუთარ  საბანკო ანგარიშებზე მზრუნველ “მაგარ ბიჭებს”, ემანდ რაიმე ხიფათს არ გადაეყარონ…

ხვალაც მოითხოვეთ მტკიცებულებები, ფარცხალაძეზე კი არადა საკუთარ თავებზე და დაელოდეთ პასუხს…“ – წერს ხუხაშვილი.

სამწუხაროდ, მტკიცებულებები არ არსებობს, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება, როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია „ეფესბეს“ აგენტობაზე, იმაზე, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას უნდა მოჰყვეს ხოლმე მტკიცებულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share