ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებული, ივერი მელაშვილი ამბობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მიზანი იყო. მისივე თქმით, ამის შედეგი არის ორ ქვეყანას შორის, საქართველო-აზერბაიჯანის, ურთიერთობის გაფუჭება. ამის შესახებ მან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
“ის რის გამოც მოხდა ჩემი დაკავება, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური მიზანი. ეს სხვა არაფერი არ არის. პირველი იყო – წინასაარჩევნო პერიოდი პარტიისათვის, პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლა, გაშავება მისი, ისე გამოყვანა მისი, რაღაც ტერიტორიები გადასცა და ასე შემდეგ და მეორე – იყო ჩვენი პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება, აი ეს არის შედეგი. ეს ორთავე არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, ვინც ამას ვერ ითავისებს […]”, – ამბობს ივერი მელაშვილი