„ნათია თურნავას უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები“ – გოცირიძე სებ-ის საგანგებო განცხადებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ქართულ ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

უწყებამ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც 2 დღის წინ ეროვნულმა ბანკმა ანგარიშებზე წვდომა შეუწყვიტა, დღეს სპეციალურად გამონაკლისი ბრძანება გამოსცა.

სებ-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით პარლამენტარი რომან გოცირიძე გამოეხმაურა.

„ნათია თურნავას უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები. პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი. ქვეყანა ჩააყენა უდიდესი რისკის ქვეშ. ოთარ ფარცხალაძისადმი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააუქმა“, – წერს გოცირიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share