“ნუ გექნებათ იმედი, რომ თურნავას ბრძანება დაგიცავთ!… თუ სანქციები შეგეხოთ, მას წინ ვერაფერი დაუდგება… თავს მიხედეთ ბიძია”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს და “ქართული ოცნების” წევრებს მიმართავს.
მინდა მივმართო ქართული ოცნების დეპუტატებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელისუფლების ორბიტაზეა – ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ თურნავას ბრძანება დაგიცავთ!…
გაბოლებთ პატრონი. ვერც დაგიცავთ, არც დაგიცავთ და რომც მოინდომოს, არცა აქვს ამის თავი.
თუ სანქციები შეგეხოთ, ისეთი მექანიზმია, მას წინ ვერაფერი დაუდგება…
ამიტომ, ნუ ჩაყვებით ისტორიის საფლავში… თავს მიხედეთ ბიძია, სანამ ამის საშუალება კიდევ გაქვთ…, – წერს ხუხაშვილი.