საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობიდან ახლადგანთავისუფლებულ კარტოგრაფებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში მადლობაც გადაუხადა და ბოდიშიც მოუხადა.
“ჩემთვის უდიდესი პატივია ბატონ ივერი მელაშვილთან ასე პირისპირ საუბარი, მე გეტყვით, რომ რასაც ვუყურებდი, ცრემლები მომადგა – ეს არის ქართველი ადამიანის ღირსების, წესიერების და ადამიანობის განსახიერება, ეს ხალხ რომ არსებობს, ეს მაძლევს იმედს და ასე\თ ხალხზე დგას ქვეყნის მომავალი. თქვენს წინაშე ახლა ზის ნამდვილი, არაჩვეულებრივი ქართველი და ეს ადფამიანი გადასწონს ყველა ჯურის ნაძირალას, დიდი მადლობა ქალბატონ ნატალიას, ბატონ ივერის, ბოდიშს გიხდით, თუ ჩემს გამო ზიანი მოგადგათ, და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ემსახურებით ქვეყანას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.