“დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ახლა ფარცხალაძის შვილის შესახებ აგროვებს ინფორმაციას და ის შეიძლება ასევე იქნას სანქცირებული იმისთვის, რომ ფარცხალაძეს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება”, – ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.
ვინც ფარცხალაძეს ასეთი რჩევა მისცა, აბსოლუტურად ვერ ერკვევა საკითხეში, იმიტომ რომ სანქციებს თავს ვერ აარიდებ საკუთარი ქონების ოჯახის წევრისთვის, ბიზნესპარტნიორისთვის ან რომელიმე ისეთ ადამიანზე გადაფორმებით, ვისაც შენთან რაიმე კავშირი აქვს. ამას მხოლოდ ის მოაქვს, რომ ასეთ ადამიანზე შეიძლება მეორადი სანქციები გავრცელდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ახლა ფარცხალაძის შვილის შესახებ აგროვებს ინფორმაციას და ის შეიძლება ასევე იქნას სანქცირებული იმისთვის, რომ ფარცხალაძეს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. როდესაც მე ამის შესახებ გავიგე, ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ფარცხალაძე გენერალური პროკურორი იყო და მას ეს უნდა სცოდნოდა. მეტიც, ის მანამდე შემოსავლების სამსახურში მუშაობდა. უბრალო გადასახადების გადამხდელიც რომ იყო და შენი ქონება ფიქტიურად გადააფორმო ვინმეზე, რათა გარკვეული ვალდებულება აიცილო თავიდან, ასეთი გადაფორმება ვერ მოხდება. ეს კანონში წერია. ფარცხალაძემ კი ქონება შვილს გადაუფორმა და თან ეს საჯაროდ გააკეთა, რაც უდიდესი იდიოტიზმია, რომელიც კი ცხოვრებაში მინახავს. ჩუმად რომ გაეკეთებინა, ალბათ ვერავინ გაიგებდა, – თქვა ფადი ასლიმ.