ჩვენი განთავისუფლების სანაცვლოდ, ოპოზიცია პარლამენტში არუნდა შევიდეს- მელაშვილი

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულის, ივერი მელაშვილის განცხადებით, არ სურს ვინმეს ვაჭრობის საგანს წარმოადგენდეს და ვინმეს ჰქონდეს წარმოდგენა, რომ თუ ის ციხიდან გათავისუფლდა ამის გამო ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი პარლამენტში შევიდეს.

ამ თემაზე მან გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა და ყველა ოპოზიციონერს ნებისმიერი პარტიიდან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე განცხადებით, თუ ოპოზიცია შეთანხმდა, მაშინ შეთანმხება ყველამ უნდა შეასრულოს, წარმატებას კი მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევენ.

“იმის გამოყენება, რომ ეს [ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება] მისი დამსახურებაა, ცალკე რომელიმე პარტიის დამსახურებაა და ამის გამო პარლამენტში შესვლა, მე არ მინდა, რომ ამის ნაწილი ვიყო ნამდვილად. მე მიმაჩნია ესეთნაირად, მიიღო ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება?! ალბათ უნდა შეასრულონ ბოლომდე”, – თქვა ივერი მელაშვილმა.

მისი თქმით, ყველა არჩევანს აქვს თავისი დადებითიც და უარყოფითიც. მელაშვილის თქმით, ბევრია დადებითი იმაში, რომ ოპოზიცია ლეგიტიმაციას არ აძლევს პარლამენტს და თუ ეს საერთო შეთანხმებაა, ის ყველა მხარემ უნდა დაიცვას. მისი განცხადებით, ყოველთვის მიაჩნია, რომ როცა ჯგუფი რამეზე შეთანხმდება, მისმა წევრებმა ეს შეასრულონ.

“არ მინდა ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე. სხვაც რომ იყოს ჩემს ადგილას, ვთქვათ, მე არ ვარ ივერი მელაშვილი, განზე ვუყურებ, რომ ივერი მელაშვილი დაიჭიერეს და ვთქვათ, თუ გამოუშვებენ მე შევალ პარლამენტში, ამისთანა დამოკიდებულებას გამართლება არ აქვს”, – თქვა მან.

მან ოპოზიციასაც მიმართა და უთხრა, რომ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, მაგრამ “ყველაფერს აქვს თავისი ღირებლება, რაკი მოილაპარაკეთ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ის მოალაპარაკება, ასე მიაღწევთ წარმატებას თუ მიაღწევთ და ასე მიაღწევს წარმატებას ქვეყანა”.

მელაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა უკანაც მიბრუნდეს ციხეში, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება გამართლებულად არ მიაჩნია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share