”ეფესბეს აგენტების ხელისუფლება იქცევა ზუსტად პუტინის რეჟიმივით”- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ის დეპუტატსა და თბილისის საკრებულოს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას. ხაბეიშვილი მომხდარის ორგანიზებაში თბილისის მერს, კახა კალაძეს ადანაშაულებს:
”ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძე, ჩვენს თბილისის საკრებულოს წევრს და მის თანმხლებ პირს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ათობით ადამიანი დაესხა თავს …
ფარცხალაძის, ეფესბეს აგენტების ხელისუფლება იქცევა ზუსტად პუტინის რეჟიმივით
საკრებულოში, დღევანდელ ცხარე დებატებს მოჰყვა კალაძის გარემოცვის მხრიდან თავდასხმის ორგანიზება. რუსულ პარტიას, კოლექტიურ ფარცხალაძეებს და რუსეთის აგენტებს სხვა არაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ ლაჩრულად გაუსწორდნენ მოწინააღმდეგეს… ყველას მოუწევს პასუხისგება !!!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან სცემეს.