1000-1000 ლარს მე გადავიხდი და მოვუგროვოთ- პაატა ბურჭულაძე კარტოგრაფების გირაოზე

ცნობილი ქართველი ბანი, მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი პაატა ბურჭუალძე მზადაა, კარტოგრაფებისთვის დაკისრებული გირაოდან 2.000 ლარი, ანუ, თითუეული კატოგრაფის გირაოს თანხიდან 1000-1000 ლარი გადაიხადოს. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” განაცხადა.

“მე მზად ვარ, პირველი შენატანი რაც არს, 1000-1000 ლარი გადავიხადო და საზოგადოებამ შევუგროვოთ ეს თანხა, მე უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ ქალნატონ ნატლიასა და ბატონი ივერის წინაშე. მე მიხარია რომ ასეთი რამე მოხდა, მაგრამ საშინელება ის არის, რომ ის ახალგაზრდა კაცი, პროკურატურიდან, ვისაც ალაპარაკეს და გაწირეს ამ ახალგაზრდა ბიჭებს რატომ წირავენ? მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე და მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ბოდიში მოიხადოს მთავრობის სახელით და დააჯილდოვოს ეს ადამიანები”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

მანვე, დამატებით, განაცხადა, რომ გირაოს დაკისრება არ მიაჩნია სწორად და მზადაა, საზოგადოებასთან ერთად, ამ ადამიანებს გირაოს თანხა აუგროვოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share