”რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ხდება არის ზუსტი კალკი იმისა რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და შევარდნაძის დავალებით ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა.
კარგად მახსოვს 2003 წელს, რა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი მაშინდელი ხელისუფლება. ისიც მახსოვს ბათუმში, დღე არ გაივლიდა, რომ ჩვენ მხარდამჭერებს თავს არ დასხმოდნენ. ვისი შეშინება უნდა ივანიშვილს? ქართველი ხალხი მშიშარა არ არის, დროა ყველა ძლიერად დავდგეთ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება.
ესენი აღარ არიან პოლიტიკოსები, არამედ კრიმინალური ბანდაა, რომელიც დღეებს ითვლის და ცდილობს თავის გადარჩენას. საქართველო ეკუთვნის ყველა მის მოქალაქეს და არა ერთ მუჭა ორგანიზებულ კრიმინალებსა და FSB-ს აგენტებს, რომელთაც უზარმაზარი ქონება მიითვისეს. რაც უფრო მეტი და კოორდინირებული ვიქნებით, ნაკლებად შეძლებენ ძალადობრივი, FSB-ს გეგმის თავზე მოხვევას. ახლა საჭიროა სიფხიზლე და მობილიზაცია, ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ, მოგიწოდებთ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ! მე აღტაცებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია ენმ-ს ტრადიცია. მე ვამაყობ თქვენით!”