პრეზიდენტი არღვევს კანონს – ხმალაძე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძისათვის მოქალაქეობის არ შეწყვეტით დაარღვია კანონი.

ხმალაძე იმასაც ამბობს, რომ იქნება თუ არა ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე, ეს არაფერს შეცვლის, რადგან საქართველოში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ერთნაირად სამართლდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირიც.

პრეზიდენტის უარი, შეუწყვიტოს ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა, არის აშკარად დარღვევა მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონისა. რადგან ეს კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ შემთხვევას, როდესაც საქართველოს მოქალაქეს უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა. ამიტომაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტი არღვევს კანონს. საქართველოში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ერთნაირად სამართლდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი. ამ თვალსაზრისით, იქნება თუ არა ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე, ეს არაფერს შეცვლის”. – განაცხადა ხმალაძემ.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორი დასასჯელია,   მან პასუხი საქართველოს მოქალაქის სტატუსით უნდა აგოს, ამიტომაც ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share