ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 24 საათს გაატარებენ

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 24 საათს გაატარებენ. შსს წინასწარი დაკავების 48 საათიან ვადას სრულად იყენებს. მათი სასამართლო სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, ენმ-ის სამი წევრი გუშინ, გლდანში მას შემდეგ დააკავეს რაც ისინი ნაცემი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share