ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ მიძინებული ორგანიზაცია “მოქალაქე” გააცოცხლა. ტვ პირველის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ივანიშვილის მოთხოვნა 2023 წლის 18 სექტემბერს ივანიშვილის მოთხოვნა დაუკმაყოფილა.
“მოქალაქეს”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2014 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ დააფუძნა, წესდება შეუცვალეს.
2023 წლით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი მიზანია:
- საზოგადოების ჩამოყალიბება და განმტკიცება, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის ჩამოყალიბება.
- მთავარი პუნქტი N2.1.5. საქართველოს როლის გამოკვეთა გლობალურ და რეგიონალურ პროცესებში და ამ პროცესების გავლენების განსაზღვრა საქართველოზე.
წესდების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციამ უფლება მოიპოვა მიიღოს ფული უცხოეთიდან. მეექვსე პუნქტში ვკითხულობთ, რომ მიზნების მისაღწევად ორგანიზაციისთვის ფულის მიცემა შეუძლია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ “მოქალაქის” დასახული მიზნების განხორციელებაში. (ფულის გარდა ივანიშვილი შემოწირულებას სხვა სახითაც მიიღებს).
ბიძინა ივანიშვილის სახელით ხელს დოკუმენტს ნატო ხაინდრავა აწერს, “შაბათის ეთერმა” ოლიგარქის ქონებების მმართველს ჰკითხა, რისთვის დაჭირდა ბიძინა ივანიშვილს წლების წინ დაფუძნებული და შემდეგ მიძინებული არასამთავრობო ორგანიზაციის გაცოცხლება, თუმცა ხაინდრავა ყველა კითხვას უპასუხოდ ტოვებს.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, კი 2023 წლის 2 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში საგანგებო მისიით ნოტარიუსი ეკატერინე გვანცელაძეს დაიბარეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თბილისში აღარ ცხოვრობს, მინდობილობის გასაფორმებლად ჩამოვიდა და ხელი მოაწერა დოკუმენტს რომ “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნატო ხაინდრავამ მისი სახელით იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტების წარმოება დაიწყოს. მინდობილობას ხელს თავად ბიძინა ივანიშვილი აწერს, დოკუმენტებში წერია, რომ საბუთები სოლოლაკის ხეივნის პირველ ნომერში გაფორმდა.
ორგანიზაცია “მოქალაქის” ვებ გვერდის თანახმად, 2017 წლის შედეგ მას არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება.
18 სექტემბერს დამტკიცებული წესდებაში კი ვკითხულობთ, რომ “მოქალაქის” რომლის თავმჯდომარეც ბიძინა ივანიშვილია, გეგმავს პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბიზნეს წრეებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან, რელიგიურ და საჯარო ორგანიზაციებთან, საჯარო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ივანიშვილის ორგანიზაცია იზრუნებს, რომ თითოეულმა მოქალაქემ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
ამასთან, “ოცნების” თავმჯდომარე აპიებს, რომ გამოიყენოს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცოდნა.
ხომ არ ცდილობს ამ უკვე დამტკიცებული დოკუმენტით ჩრდილში წასული არაფორმალური მმართველი მის გავლენებს მთავრობაზე ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნას და მესამე ვადით საჯარო სივრცეში დაბრუნდეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, – რატომ გააცოცხლა ივანიშვილმა მოქალაქე გააცოცხლა – ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟში.