“ოცნების” უარი – პოლიტიკა ადამიანების სიცოცხლეზე მაღლა

პოლიტიკა ადამიანების სიცოცხლეზე მაღლა – ასე გადაწყვიტა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, რომელმაც უარი თქვა მესამე პრეზიდენტის დახმარებაზე და 300 000 ცალ უფასო ვაქცინაზე.

მიხეილ სააკაშვილის თქმით , ვაქცინების უსასყიდლოდ გადმოცემაზე მალტის ხელისუფლება მისი პირადი თხოვნის შემდეგ დათანხმდა, რომელსაც მედიკამენტები მილიონიანი ზედმეტობით აქვს ნაყიდი. საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინების მისაღებად მხოლოდ წერილი უნდა მიეწერა მალტის ხელისუფლებისთვის, მაგრამ სააკაშვილის ფაქტორი იმდენად უხერხული აღმოჩნდა ივანიშვილის თანაგუნდელებისთვის, რომ მათ თავის მოქალაქეებს ახლა პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

მმართველი გუნდის წევრებმა  ქვეყნისთვის გამოწვდილ დახმარების ხელზე ისე თქვეს უარი, რომ შეთავაზებას დეტალურად არც გაცნობიან. მეტიც, სიკვდილ – სიცოცხლის საკითხი ქართული ოცნების წევრებისთვის იაფფასიანი პოპულიზმისა და ხუმრობის თემა აღმოჩნდა.

სააკაშვილის შეთავაზების მოსმენის შემდეგ, იტალიაში საქართველოს ელჩმა თავი დაიზღვია და იმისი მტკიცება დაიწყო, რომ ამგვარ მოლაპარაკებებს თავად აწარმოებდა ჯერ კიდევ დეკემბრიდან. ხელისუფლების არგუმენტებისთვის მეტი დამაჯერებლობის შესაძენად სამთავრობო მედია ამტკიცებდა რომ მალტას თავად აქვს ვაქცინების დეფიციტი. თუმცა იმავე წყაროების გაანალიზებით, რასაც ეს მედია საშუალებები ეყრდნობოდნენ, ირკვევა რომ ამ პატარა ქვეყანას იმაზე სამჯერ მეტი ვაქცინა აქვს შეკვეთილი, ვიდრე მოსახლეობა ჰყავს. მილიონი ზედმეტი ვაქცინიდან კი ის მზად იყო 300 000 საქართველოსთვის დაეთმო.

მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე წინ პოლიტიკური ანგარიშსწორების წამოწევა ამორალური და მოღალატეობრივი აღმოჩნდა ექიმებისთვისაც, რადგან კორონავირუსის ეპიდემია ის გამოუცხადებელი ომია, სადაც ადამიანების გადასარჩენად მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს.

იძულებით პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დახმარებაზე ქართულმა ოცნებამ უარი თქვა. თუმცა ქვეყანას ამ დახმარების მიღების თეორიული შანსი მაინც რჩება.

თუკი საზოგადოება და პოლიტიკოსები დასავლელ პარტნიორების და დახმარების მსურველ სახელმწიფოებს ერთიანი ეროვნული  პლატფორმიდან მიმართავენ და პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანენ ხელისუფლებას – რომელმაც ისინი სასიკვდილოდ გაიმეტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share