“ამ ქვეყანაში ბატონობს რუსეთის აგენტი ფარცხალაძე, შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა, ბატონობენ შუკაკიძეები და კრიმინალები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მისია ეს ქვეყანა, სინამდვილეში მათი არაა, ისინი მოღალატეები არიან,” – ეს განცხადება “დროას” წევრმა შუშანა მაცაბერიძემ გააკეთა.
მაცაბერიძემ გაიხსენა გუშინდელი სასამართლო სხდომა, სადაც გლდანში პოლიტიკურ ანგარიშსწორების შემდეგ დაკავებულ პირებს უსმენდნენ. როგორც მაცაბერიძე ამბობს, სასამართლო სხდომის მანდატურები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ძმის, შუკაკიძის სამსახურში იყვნენ, რადგან კამერებს მათი შემოსვლის დაფიქსირების საშუალება არ მისცეს.
შუკაკიძემ როგორც ჩანს ბრძანება გასცა, რომ მოაშორეთ კამერები, არ მინდა გამოვჩნდე კადრში, შემოდის კეპით, იმალება მაქსიმალურად, რომ არ დაინახონ. უცებ მოდის 10 მანდატური, კართან დგება, რომ ტვ პირველის კამერამ შორი კადრით ვერ აიღოს, რომ ეს ქურდები, კრიმინალები შემოდიან და სხდებიან სკამებზე, განსხვავებით მელიასგან და ბაჩო დოლიძისგან,” – ამბობს მაცაბერიძე.
შუშანა მაცაბერიძე სისტემის მხრიდან მისი მოწინააღმდეგეების მიმართ სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და მაგალითად, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი მოჰყავს.
სისტემამ გადაწყვიტა, რომ აიყვანოს ერთი ადამიანი და სამაგალითოდ დასაჯოს, რომ შემდეგ მასშტაბურ აქციებზე არ განმეორდე ის, რაც მოხდა 7-8-9 მარტს. 2 წელია, რაც ლაზარეს ეს საქმე თაროზე დევს და ახლა, როცა უწევდათ ლაზარეს გაშვება, გადაწმინდეს მტვერი ამ საქმეს და თითქოს სამართალი აღასრულა სისტემამ, რომელიც უსამართლობას აკეთებს ყველა ნაბიჯზე და იცის საზოგადოებამ, რომ არ არსებობს სტრუქტურა, სადაც შეიძლება ვიპოვოთ სამართალი,“ – ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
როგორც შუშანა მაცაბერიძე ამბობს, ქართულ ოცნებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, თუმცა, ამას საზოგადოება ეწინააღმდეგება. მაცაბერიძე საუბრობს ფარცხალაძისთვის შექმნილ კომფორტზე, რომელიც ხელისუფლებამ ჯაშუშობაში მხილებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს შეუქმნა.
მე, როცა გავდივარ გარეთ, გავდივარ, როცა ვხედავ, რომ ჩემი ქვეყანა ვიღაცას მიაქვს და უნდა, რო შეუერთოს იმ საშინელებას, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი და ისევ იქ გვაბრუნებს, ამ გზით მიდის ქართული ოცნება. ეს არ არის მხოლოდ, რომ ფარცხალაძის ნაწილით მიგვახვედრა ოცნებამ, ამას აკეთებს წლებია, როდესაც იყო ჩოლოიანის გათავისუფლება საზარელი მკვლელობის შემდეგ, ყველა ამ ნაბიჯით ვხედავთ, რომ ზუსტად ისე მოქმედებენ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში, როგორც რუსეთში, ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. წარმოგიდგენიათ, რომ სისტემა გათიშო, შეუძლებელი შეძლო ვიღაც ერთი ადამიანისთვის, რომელიც თუნდაც ისე შევხედოთ, რომ არავინ ამ ქვეყანაში არ არის, მაგრამ სინამდვილეში ის არის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის ზევით დგას, რუსეთის აგენტია, რომელიც ბრძანებას აძლევს ამ ადამიანებს, მოითხოვა, რომ სისტემა გაეთიშათ და მოითხოვა რომ მისი ქონებები, რაც დასანქცირდა, დარჩენოდა მას. მე რომ მოვინდომო და რაღაც მიწის რეგისტრაცია გავაკეთო, ამას სჭირდება გარკვეული დღეები, თუ მოვითხოვ რომ დაჩქარებული წესით მივიღო, თანხა უნდა გადავიხადო, მაგრამ ფარცხალაძის გამო სისტემას გათიშავენ. როცა ვიძინებთ სისტემა ითიშება და როცა ვიღვიძებთ ყველაფერი ფარცხალაძის შვილის ხელშია,“ – ამბობს შუშანა მაცაბერიძე.