ილიჩოვასა და მელაშვილის გირაოს დასაფარად 1 საათში 20 000 ლარი შეგროვდა

ერთ საათში სირცხვილიას ანგარიშზე კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ილიჩოვასა და მელაშვილისთვის შეფარდებული გირაოს დასაფარად 20 000 ლარი შეგროვდა.

“1 საათი გავიდა მხოლოდ და 20 000 ლარი უკვე შეგროვებულია”, – განაცხადა ორგანიზაციამ.

ორივე კარტოგრაფის გირაოს სრულად დასაფარად ანგარიშზე კიდევ 20 000 ლარია შესაგროვებელი.

სირცხვილია თანხას საქართველო ბანკის ანგარიშზე, ნომრით #GE44BG0000000162241054 და თი ბი სი ბანკის ანგარიშზე, ნომრით #GE27TB7589236070100003, შეაგროვებს.

დღეს სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოს 20 0000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share