„სამშობლოს სიყვარული სულიერი მოთხოვნილებაა და სამშობლოს ღალატი და გაყიდვა კი ფულის მიმართ, ფოჩიანი კანფეტების სიყვარულის გამო აკეთებენ ესენი, ეს ნაძირლები,“ – ეს განცხადება „რეაქციაში“ ბიზნესმენმა, თამაზ ელიზბარაშვილმა გააკეთა.
ელიზბარაშვილი თვლის, რომ საქართველო ხელისუფლებას რუსეთისკენ მიჰყავს. მისი გაღიზიანება სწორედ ხელისუფლების შეცვლილ საგარეო კურსს და რუსეთის მიმართ მორჩილებას მოჰყვა.
მარტივია ჩემი გაბრაზების მიზეზი – სამშობლო ერთი გვაქვს, სამშობლოს სიყვარულში ფულს არავინ გვიხდის, სამშობლოს ღალატში კი გვიხდიან. სამშობლოს სიყვარული სულიერი მოთხოვნილებაა და სამშობლოს ღალატი და გაყიდვა კი ფულის მიმართ, ფოჩიანი კამფეტების სიყვარულის გამო აკეთებენ ესენი, ეს ნაძირლები.
მე 89 წლის აპრილს იქ ვიდექი, ვებრძოდით საბჭოთა კავშირს, გვინდოდა თავისუფლება, იმიტომ, რომ გვინდოდა ისეთი ქვეყანა აგვეშენებინა, სადაც სამართალი იქნებოდა, სადაც კანონი ერთი იქნებოდა, როგორც მუშისთვის, ისე პრემიერისთვის და პრეზიდენტისთვის.
მე რომ ვხედავ დღეს, რომ იმ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილია, ევროკავშირში, ამას წინ ვიღაც-ვიღაცები უდგანან და იმ 12 პუნქტის შესრულებას, რაც მოგვანიჭებს სტატუსს, ამის შესრულება ხომ მარტივია, თუ შენი ქვეყანა გიყვარს, თუ არ იქნები ფოჩიან კანფეტზე, ამის შესრულება ხომ მარტივია და შევალთ ევროკავშირში და იქნება ქვეყანაში სამართალი.
თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მოღალატეს საკადრისი პასუხი უნდა გასცე. ქვეყანას სიყვარული აშენებს და არა ღალატი. როგორ შეიძლება მოღალატეს ენის მოჩლექვით ელაპარაკო, მოღალატეს ველაპარაკები ისე, როგორც მივმართე, იმიტომ, რომ იმსახურებენ ამას, ჩემგან მოღალატეს და ჩემი სამშობლოს გამყიდველს შენდობა არ ექნება. უარეს ელოდონ კიდევ – იმიტომ ვუთხარი, შეიკრიბეთ და მოვალ, იმიტომ, რომ ჩემს სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანს არაფრის მეშინია.რუსმა გააკეთა ეს – წამართვა აფხაზეთი, სამაჩაბლო, დამიხოცა გოგოები, ბიჭები, ახალგაზრდები და კიდევ ბედავს ვიღაც და რუსეთისკენ იხედება? იმის დედას არ ვატირებ მე, აბა, რას ვიზამ,“ – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.